თანამშრომლობის მემორანდუმი - თბილისი კოტე მახარაძის სახელობის თასს უმასპინძლებს
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმს ფონდის მხრიდან პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტმა, მიხეილ აბაიშვილმა ხელი მოაწერეს.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.
28-31 ოქტომბერს კი თბილისი მინი-ფეხბურთში კოტე მახარაძის სახელობის თასს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრების გარდა, კიდევ 7 ქვეყნის ნაკრები ითამაშებს.
საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ინიციატორი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაა, ტურნირის ფინანსურ ხარჯებს კი საერთაშორისო ფონდი საკუთარ თავზე აიღებს.
ამას გარდა, ნოემბერში კაჭრეთის „ამბასადორში“ ერთობლივი სემინარის მოწყობა დაიგეგმა, სადაც ორი დღის განმავლობაში ასოციაციის და სპორტული ჟურნალისტების პროექტებს და თანამშრომლობის გეგმებს განიხილავენ.
გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი