„მოკითხვა ყველას, ვინც აუტსაიდერს მიწოდებდა" - ქირია კელთან გამარჯვების შემდეგ
ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია ONE Championship-ის გრან პრიზე გამოვიდა და მეოთხედფინალში გერმანელ ენრიკო კელს დაუპირისპირდა. ქირიამ ბრწყინვალედ იასპარეზა და პირველივე რაუნდში იმარჯვა.
ბრძოლის შემდეგ, ქართველმა კიკბოქსიორმა მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მოკითხვა ყველას, ვინც აუტსაიდერს მიწოდებდა. დღევანდელი გამარჯვების გამო ძალიან ემოციური ვარ. დაგპირდით, რომ ერთ-ერთ საუკეთესო ბრძოლას განახებდით და ვფიქრობ, პირობა შევასრულე“.
მოგვიანებით, ქირიამ გულშემატკივრებს მიმართა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში მათ მადლობა გადაუხადა.
ქირიას წარმატებას ცნობილი გამოცემა, Asianmma.com გამოეხმაურა და ქართველი მებრძოლი შეაქო: „დავით ქირიამ გრან პრის მეოთხედფინალის პირველ რაუნდში ხმამაღალი განცხადება გააკეთა. გასაოცარია, მაგრამ ზოგიერთი ქომაგი თვლიდა, რომ Glory-ის საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელი და Kunlun Max-ის ტურნირის გამარჯვებული ფავორიტი არ გახლდათ. კელთან ჩხუბამდე ქირია გიორგიო პეტროსიანთან დამარცხდა, თუმცა გერმანელისთვის ზედმეტად ძლიერი იყო და ამ გამოსვლის შემდეგ, არავინ იქნები ისეთი, ვინც მას სათანადოდ არ დააფასებს“, - წერს Asianmma.com
შეგახსენებთ, რომ ქირიამ კარიერაში მე-40 გამარჯვება მოიპოვა და გრან პრის ნახევარფინალის საგზური დაისაკუთრა.