სუპერშემადგენლობით ბაქოში - ბექაურის პირველი ტურნირი ოლიმპიური ჩემპიონის რანგში
Aa
Aa

სუპერშემადგენლობით ბაქოში - ბექაურის პირველი ტურნირი ოლიმპიური ჩემპიონის რანგში

ძიუდოში ბაქოს გრანდ სლემი 5-7 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიიღებს.

აზერბაიჯანში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ლაშა ბექაურიც იასპარეზებს, მისთვის ოლიმპიადის შემდეგ ბაქოს გრანდ სლემი პირველი ტურნირია.

ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.), თორნიკე ფოლადაშვილი და გიორგი შერაზადიშვილი (-81 კგ.), ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ.), გურამ თუშიშვილი (+ 100 კგ.).

ქალთა შორის ბაქოს გრანდ სლემზე მარიამ ჯანაშვილი (-52 კგ.) და მზია ბებოშვილი (52 კგ.) იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, 16-17 ოქტომბერს პარიზი ძიუდოს გრან სლემს უმასპინძლებს. პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები 5 ძიუდოისტით (4 ვაჟი და 1 გოგონა) წარსდგება: ვაჟა მარგველაშვილი (73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლუკა მაისურაძე (90 კგ.), ონისე სანებლიძე (100 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები