„პირველი ჩვენთან დარეკა
Aa
Aa

„პირველი ჩვენთან დარეკა" - პაპავა ჩისკოს ინგლისურ წარმატებაზე

ყოველ ორშაბათს, 21:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ.

ამჯერად, გადაცემის სტუმარი დინამო თბილისის კაპიტანი, გიორგი პაპავა იყო, რომელმაც გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ჩისკო მუნიოსის შესახებ ისაუბრა:

ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. თამაშზე მივდიოდით, ქუთაისისკენ მიმავალ გზაზე ვიყავით, მისი გუნდის თამაში მიდიოდა და ზუსტად ამ შეხვედრის შემდეგ გადმოვიდა პრემიერლიგაში. მაშინვე დაგვირეკა და ემოციები გაგვიზიარა - ეს ხალხი მას, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ნაწილობრივ დაეხმარა.

ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურის შემდეგ, ჩისკოს უოტფორდს 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში დინამო თბილისის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ინგლისურ კლუბში საოცარი სამუშაო გასწია და უოტფორდი ინგლისის პრემიერლიგაში დააბრუნა.

ჩისკომ დინამო თბილისთან ერთად საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა ორჯერ მოიგო (2019, 2020).

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები