თათია გაბუნია: „დარწმუნებული ვარ, საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ"
გიორგი ჩხაიძის საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს, სადაც A ჯგუფში ითამაშებს და მეტოქეობას ფინეთს, შვედეთს, ირლანდიასა და სლოვაკეთს გაუწევს.
საქართველოს ქალთა ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება 9 სექტემბერს დაიწყო, წლის პირველი ოფიციალური მატჩის ჩასატარებლად კი 20 სექტემბერს გაემგზავრება.
თათია გაბუნია - საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მეკარე
დიდი მოლოდინი გვაქვს ყველაფრიდან გამომდინარე - ფედერაცია გვერდში მაქსიმალურად გვიდგას, ახალი ეკიპირება მივიღეთ. ნაბიჯებს წინ ვდგამთ, ქალთა ფეხბურთმა საქათველოში წინ რომ წაიწიოს.
რაც შეეხება მატჩებს, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად ვემზადებით.
დარწმუნებული ვარ, საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ.
17 სექტემბერს, ჩვენს გუნდს საკუთარ მოედანზე, ირლანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, შეხვედრა 2022 წლის ივნისისთვის გადაიდო.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო).
მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ანა ძაძუა (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), მაია ბებია (ნიკე, თბილისი, საქართველო), ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო).
ნახევარმცველები: ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი, საქართველო), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ტატა მატვეევა (კრივბასი, კრივოი-როგი, უკრაინა), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი, საქართველო).
თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო), ეთერ სულაშვილი (გორი-იუნაიტედი, გორი, საქართველო).
შვედეთსა და საქართველოს შორის შეხვედრა გეტებორგში, 21 სექტემბერს, 20:30 საათიდან შედგება.
ფოტო/ვიდეო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია