გიორგი ჩხაიძე შვედეთთან მატჩზე : „ვეცდებით ღირსეულ მეტოქეს ღირსეულად ვეთამაშოთ
Aa
Aa

გიორგი ჩხაიძე შვედეთთან მატჩზე : „ვეცდებით ღირსეულ მეტოქეს ღირსეულად ვეთამაშოთ"

გიორგი ჩხაიძის საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს, სადაც A ჯგუფში ითამაშებს და მეტოქეობას ფინეთს, შვედეთს, ირლანდიასა და სლოვაკეთს გაუწევს.

17 სექტემბერს, ჩვენს გუნდს საკუთარ მოედანზე, ირლანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, შეხვედრა 2022 წლის ივნისისთვის გადაიდო. შესაბამისად, მზადება შვედეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას ემსახურება.

გიორგი ჩხაიძე - მთავარი მწვრთნელი

აქტიურად ვემზადებით, ორჯერადი ვარჯიშები გვქონდა, ახლა კი ერთჯერად ვარჯიშებზე გადავედით.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი, თეონა თოდაძე გამოგვაკლდა. მას წარმატებას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ მატჩებში შემოგვიერთდება.

ვეცდებით, რომ ღირსეულ მეტოქეს ღირსეულად ვეთამაშოთ და მოედანი ღირსეულად დავტოვოთ.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება 9 სექტემბერს დაიწყო, წლის პირველი ოფიციალური მატჩის ჩასატარებლად კი 20 სექტემბერს გაემგზავრება.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო).

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ანა ძაძუა (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), მაია ბებია (ნიკე, თბილისი, საქართველო), ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო).

ნახევარმცველები: ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი, საქართველო), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ტატა მატვეევა (კრივბასი, კრივოი-როგი, უკრაინა), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი, საქართველო).

თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო), ეთერ სულაშვილი (გორი-იუნაიტედი, გორი, საქართველო).

შვედეთსა და საქართველოს შორის შეხვედრა გეტებორგში, 21 სექტემბერს, 20:30 საათიდან შედგება.

ფოტო/ვიდეო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები