როგორია ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობა? - ვილი სანიოლის განმარტება
Aa
Aa

როგორია ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობა? - ვილი სანიოლის განმარტება

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში 2 ოფიციალურ და 1 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრას 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე, პირველად ჩაატარებს, სადაც კოსოვოს უმასპინძლებს.

მომავალი შეხვედრების წინ, ვილი სანიოლის წინასამატჩო განაცხადში ცვლილება შევიდა. როგორც მოგეხსენებათ, რუბინის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება, მის მაგივრად კი განაცხადს ჩერნომორეცის შემტევი, გიორგი წიტაიშვილი შეუერთდა, რომლისთვისაც ეს გამოძახება ეროვნულ ნაკრებში, სადებიუტოა.

დღეს, ბათუმი არენაზე, მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც რა თქმა უნდა, საუბარი ხვიჩას მდგომარეობასაც შეეხო.

ვილი სანიოლი - ხვიჩას მდგომარეობაზე

ხვიჩას ტრავმა აწუხებს, მან რუბინში ბოლო 2 თამაში გამოტოვა. ჩვენ ის სანაკრებო სიაში იმ იმედით შევიყვანეთ გამოჯანმრთელდებოდა და სანაკრებო შეხვედრებს მზადყოფნაში შეხვდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ფაქტია, რომ ეს მოთამაშე ტრავმირებულია და გამოგვაკლდება.

ხვიჩა გამორჩეული მოთამაშეა, თუმცა ამჯერად ხვალინდელი მატჩი მის გარეშე უნდა მოვიგოთ.

 

 

 

 

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

2 სექტემბერი, 20:00 | საქართველო v კოსოვო 

5 სექტემბერი, 22:45 | ესპანეთი v  საქართველო

8 სექტემბერი, 20:30 | ბულგარეთი v საქართველო (ამხანაგური მატჩი)

სამივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები