მაიკო ბებია:
Aa
Aa

მაიკო ბებია: "ვწუხვარ, თავი არ დავზოგეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ"

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალურ სტადიაზე ქართული კლუბი „ნიკე“ ასპარეზობდა. გივი კვარაცხელიას შეგირდები გამოცდილ „ტვენტეს“ დაუპირისპირდნენ და სამწუხაროდ 0:9 დამარცხდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ, Crystalsport „ნიკეს“ შემტევ ნახევარმცველს მაიკო ბებიას დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა.

მატჩის შეფასება

საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო და მატჩიც სამწუხაროდ ცუდი ანგარიშით დასრულდა. პირველ რიგში ვწუხვარ ასეთი შედეგის გამო, მაგრამ ყველა ჩვენგანმა ბოლომდე ითამაშა. თავი არავინ არ დავზოგეთ.

განვითარებისთვის მეტი ყურადღება და პირობები გვჭირდება. ქალთა ფეხბურთი ვითარდება და ამას ხელი მაქსიმალურად უნდა შეუწყონ.

პოზიციის ცვლილება

„ნომინალურად შემტევი ნახევარმცველი ვარ და დღეს დაცვაში ვითამაშე, თუმცა, როდესაც გუნდს სჭირდება ჩემთვის ნებისმიერი პოზიცია მისაღებია. არ მაქვს პრობლემა და ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში. გუნდს ასე დასჭირდა ამიტომაც ვითამაშე მარჯვენა მცველად.

მიმართვა გულშემატკივრებს

ყველას ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის. ამას ყველა ჩვენგანი აფასებს. შემდეგში ვეცდებით რომ თქვენთვის სასიხარულო შედეგი დავდოთ.

მსგავსი სიახლეები