ტოკიო 2020 - გოგიტა არქანიამ ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა
ტოკიოში მიმიდნარე ოლიმპიურ თამაშებზე კარატისტმა გოგოიტა არქანიან ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა და ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდო.
ჯგუფურ ეტაპზე ქართველი სპორტსმენი იაპონელ რიუტარო არაგას, თურქ უგურ აკტას, გერმანელ იონათან ჰორნესა და ყაზახ დანიარ იულდაშევს დაუპირისპირდა.
პირველ შეხვედრაში არქანია იაპონელს შეხვდეა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დამარცხდა.
მეორე დაპირისპირებაში გოგიტამ თურქ კარატისტთან 3:1 წააგო.
მესამე შეხვედრა კი ყველაზე დასამახსოვრებელი გახდა, არქანიას მეტოქემ ბრძოლის მიწურულს ხელი მოიტეხა და ქაღტველს სპორტსმენს გამარჯვება გაუუქმეს.
ბოლო შეხვედრაში კი ჩვენმა ოლიმპიელი ყაზახი კარატისტი 3:1 დაამარცხა.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშები საქართველოს დელეგაციის ისტორიული 8 მედალით დაასრულა. აქამდე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ერთ ოლიმპიურ თამაშებზე 7 მედალზე მეტი მოპოვებული არ ჰქონდა. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საქართველო ამ ეტაპზე 205 ქვეყანაში 29-ე ადგილს იკავებს.
ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს. ვერცხლის პრიზიორები კი ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, თვისუფალ სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია გახდნენ. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
გამოსარჩევია, რომ ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც ორგზის ოლიმპირური ჩემპიონი გახდა, ხოლო შავდათუაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.