დახვედრა აეროპორტში - ოლიმპიური თამაშების პრიზიორები სამშობლოში დაბრუნდნენ
Aa
Aa

დახვედრა აეროპორტში - ოლიმპიური თამაშების პრიზიორები სამშობლოში დაბრუნდნენ

ოლიმპიური ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე სამშობლოში დაბრუნდა. გამორჩეულ სპორტსმენს აეროპორტში ასობით გულშემატკივრები დახვდნენ. ტალახაძესთამ ერთად ტოკიოდან ძალოსანთა და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებიც დაბრუნდნენ.

ტოკიოში ლაშამ ოქროს მედალთან ერთად რეკორდებიც დაამყარა. ოქროს მფლობელმა თავდაპირველად ატაცში პირველი ცდით 208 კგ. მარტივად დააფიქსირა, მეორე ცდით კი 215 აწია, რაც ოლიმპიური რეკორდი გახლავთ. ქართველმა გოლიათმა მესამე ცდით 223 კგ. დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. რაც შეეხება აკვრას, ლაშამ პირველი ცდით 245 კგ. აწია და ოლიმპიური ოქრო ვადაზე ადრე გაიფორმა. მეორე ცდით ტალახაძემ 255 კგ აწია, ხოლო მესამე ცდაზე 265 კგ. და მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა! ორჭიდის ჯამში კი 488 კგ. აწია, რაც ასევე რეკორდი გახლავთ!

ლაშა ტალახაძე - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი

გიორგი ასანიძე - ძალოსნობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

კახი კახიაშვილი - ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი

ბერძნულ რომაული სტილით მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაოამ კი ტოკიოში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ფალავანი ლეგენდარულ კუბელ სპორტსმენთან მიან ლოპეს ნუნესთან დამარცხდა.რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი მეოთხედ გახდა. 

იაკობ ჯაქაია - ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი

ბექა როყვა - ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ისტორიული 8 მედალია. აქამდე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ერთ ოლიმპიურ თამაშებზე 7 მედალზე მეტი მოპოვებული არ ჰქონდა.

ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს. ვერცხლის პრიზიორები კი ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, თვისუფალ სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია გახდნენ. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. 

გამოსარჩევია, რომ ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც ორგზის ოლიმპირური ჩემპიონი გახდა, ხოლო შავდათუაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.

ცხელი ამბები