ბოლო წამზე დაკარგული ოქრო - გენო პეტრიაშვილის დასანანი მარცხი
ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა რიოში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ვერცხლით შეცვალა და საქართველოს დელეგაციას ისტორიული მერვე მედალი მოუტანა.
125 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა ახალგაზრდა ამერიკელ მოჭიდავესთან გეიბლ დენ სტივსონთან ბოლო წამზე გაშვებული ქულებით 8:10 წააგო.
ტოკიოს ხალიჩაზე გენომ ფინალამდე სამ მეტოქეს აჯობა. მერვედფინალში პეტრიაშვილმა ეგვიპტელ დიალედინ აბდელმოტალებს 11:0 მოუგო.
მეოთხედფინალში ქართველმა ფალავანმა ჩინელი ჟივეი დენგი 5:2 დაამარცხა.
ნახევარფინლაში კი ურთულეს ბრძოლაში 0:3-დან ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს 6:3 აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ისტორიული 8 მედალია. აქამდე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ერთ ოლიმპიურ თამაშებზე 7 მედალზე მეტი მოპოვებული არ ჰქონდა.
ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს. ვერცხლის პრიზიორები კი ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, თვისუფალ სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია გახდნენ. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
გამოსარჩევია, რომ ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც ორგზის ოლიმპირური ჩემპიონი გახდა, ხოლო შავდათუაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.