ტოკიო 2020 - გოგიტა არქანიას მეტოქეების ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

ტოკიო 2020 - გოგიტა არქანიას მეტოქეების ვინაობა ცნობილია

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშები დასასრულს უახლოვდება. საქართველოს დელეგაციის სახელით ბოლოს კარატისტი გოგიტა არქანია იასპარეზებს.

ქართველი სპორტსმენი A ჯგუფში მოხვდა, სადაც 4 მეტოქეს იაპონელ რიუტარო არაგას, თურქ უგურ აკტას, გერმანელ იონათან ჰორნესა და ყაზახ დანიარ იულდაშევს დაუპირისპირდება.

ჯგუფურ ეტაპზე 1 ან 2 ადგილის დაკავების შემთხვევაში არქანია ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გავა, რითაც ავტომატურად მედალს გაინაღდებს.

ქართველი კარატისტი ასპარეზობას იაპონელი მეტოქეთი იწყებს. აღნიშნული ბრძოლა თბილისის დროით 11:50 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 7 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს. ვერცხლის პრიზიორები კი ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია გახდნენ. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. 

გამოსარჩევია, რომ ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც ორგზის ოლიმპირური ჩემპიონი გახდა, ხოლო შავდათუაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.

ცხელი ამბები