სკალონი:
Aa
Aa

სკალონი: "მან მაინც ითამაშა" - მესიმ ფინალში ტრავმით ითამაშა

როგორც კოპა ამერიკის ფინალის დასრულების შემდეგ გაირკვა, ლეო მესიმ ბრაზილიის წინააღმდეგ ტრავმით ითამაშა.

„ალბისელესტეს“ მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი ამბობს, რომ ლეოს ბარძაყის კუნთი აწუხებდა.

„მას ბარძაყის კუნთის უკანა ნაწილში პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მაინც ითამაშა. ეს ფაქტი იმაზე ბევრს ამბობს, თუ როგორი ფეხბურთელია მესი.

მესისთან მუშაობა უნიკალური გამოცდილებაა. ხალხი მას ისე რომ იცნობდეს როგორც ჩვენ ვიცნობთ, მას გაცილებით მეტად შეიყვარებენ“. - ციტირებს სკალონის სიტყვებს Ole.

დი მარია - მესიმ მითხრა, რომ ეს ჩემი მატჩი იყო

ანხელ დი მარიას თქმით, ლეო მესიმ მატჩის შემდეგ უთხრა, რომ ეს მისი ფინალი იყო.

„ეს ყველაფერი დაუვიწყარი იქნება. მატჩის შემდეგ მესიმ მადლობა მითხრა და მას მეც მადლობა ვუთხარი.

მან მითხრა, რომ ეს ჩემი ფინალი იყო, ეს იყო განმეორებითი მატჩი ფინალისა, რომლებშიც მე თამაში ვერ შევძელი. ეს დღეს უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა.

ბედნიერი ვარ ჩემი ქალიშვილების, მეუღლის, მეგობრებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მხარი დაგვიჭირა და ყველა იმ გიჟისთვის ვინც აქ მოვიდა.

მსოფლიო ჩემპიონატი მალე იქნება და ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმულია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები