რამდენიმე რეკორდი და საინტერესო ამბავი ინგლისისა და უკრაინის მატჩიდან!
მიმდინარე პრესტიჟული სანაკრებო ტურნირის, ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გულშემატკივარმა უკრაინისა და ინგლისის დაპირისპირება იხილა. მატჩი ინგლისის სრული უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოოდ ანგარიშშიც აისახა - გარეტ საუთგეითის გუნდმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა (0-4) და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ბრწყინვალე გამარჯვების ფონზე ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა და მისმა ფეხბურთელებმა რამდენიმე საინტერესო რეკორდი დაამყარეს.
1 - ჰარი კეინს ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირებზე(იგულისხმება ევროპის ჩემპიონატი და მუნდიალი)ინგლისის შემადგენლობაში 9 გოლი დაუგროვდა და ის მხოლოდ გარი ლინეკერს ჩამორჩება, რომელსაც 10 გოლი აქვს გატანილი.
2 - ინგლისის ნაკრებმა ზედიზედ მე-7 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად. ეს კი ინგლისის ნაკრების ისტორიაში რეკორდი გახლავთ.
3 - გარეთ საუთგეიტი გახდა ისტორიაში მეორე მწვრთნელი, რომელმაც ინგლისის ნაკრები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე მიყოლებით ნახევარფინალში გაიყვანა. ასეთი რამ ალფ რემსიმ 1966 და 1968 წლებში მოახერხა.
4 – 1966 წლის შემდეგ ინგლისმა ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირებზე(იგულისხმება ევროპის ჩემპიონატი და მუნდიალი) პლეი-ოფში პირველად გაიტანა 4 გოლი. 1966 წელს ინგლისელებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიის კარის ბადე შეარხიეს 4-ჯერ.
5 - ჯორდან ჰენდერსონმა ინგლისის ნაკრების ფორმა 62-ედ მოირგო და 62-ე შეხვედრაში გაიტანა სადებიუტო გოლი. აქამდე სადებიუტო გოლი ყველაზე გვიან სოლ კემბელს ჰქონდა გაიტანოლი. ყოფილ უკანახაზელს ამისთვის 47 შეხვედრა დასჭირდა.
6 - რაჰიმ სტერლინგმა ჰარი კეინს მე-6 საგოლე გადაცემა გაუკეთა. 21-ე საუკუნეში ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ამდენი შედეგიანი პასი სხვა არცერთ კონკრეტულ ფეხბურთელს საკუთარი თანაგუნდელისთვის არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ გარეთ საუთგეიტის ნაკრები ევრო 2020-ის ნახევარფინალში დანიას დაუპირისპირდება. მატჩი 7 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.