პირველი მოქმედი გეი მოთამაშე NFL-ში - კარლ ნასიბის ქამინგ აუთი
„ლას ვეგას რეიდერსის“ დიფენსივ ენდი, კარლ ნასიბი NFL-ის პირველი მოქმედი მოთამაშე გახდა, რომელმაც საჯარო ქამინგ აუთი გააკეთა. ნასიბმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისაა.
„მოგესალმებით. უესტ ჩესტერში, საკუთარ სახლში ვიმყოფები და მინდა, მომენტით ვისარგებლო და ვთქვა, რომ გეი ვარ. გარკვეული დროა, ამის გაკეთებას ვაპირებ და როგორც იქნა, თავს კომფორტულად ვგრძნობ, რათა ეს განცხადება გავაკეთო. საუკეთესო ცხოვრება და სამსახური მაქვს და საუკეთესო ოჯახი და მეგობრები მყავს.
მოკრძალებული ადამიანი ვარ და ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ყურადღება მივიპყრო. იმედი მაქვს, ერთ დღეს ასეთი ვიდეოები და ქამინგ აუთის პროცესი საჭირო აღარ იქნება, მაგრამ მანამდე ყველაფერს ვიზამ, რათა ხელი შევუწყო კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც ჩემნაირ ადამიანებს მიიღებს და მათ მიმართ თანაგრძნობას გამოიჩენს. ამას კი Trevor Project-სთვის 100 000 დოლარის გადარიცხვით დავიწყებ“.
View this post on Instagram
ცნობისთვის, Trevor Project LGBTQ+ თემის წარმომადგენლებს შორის სუიციდის პრევენციაზეა ორიენტირებული და მათ სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს.