Aa Aa

TOP 11 - UFC-ის მებრძოლები, რომლებსაც ჩხუბამდე უდიდესი ტრაგედია დაატყდათ

ოქტაგონზე გასვლა და პროფესიონალურ დონეზე ჩხუბი იოლი ნამდვილად არაა. MMA-ის მებრძოლები თვეების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობენ, უამრავ მსხვერპლს იღებენ და მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ. მათთვის მოსამზადებელი პერიოდის წარმატებით გავლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რვაკუთხედში გამართული ბრძოლის სწორად წარმართვა. სწორედ ამიტომ ურთულესია, როცა დიდი შერკინებისთვის ემზადები და პარალელურად სერიოზულ პრობლემებს უმკლავდები.

დღეს იმ მებრძოლებზე ვისაუბრებთ, რომლებსაც ოქტაგონზე გასვლამდე  თავს უდიდესი ტრაგედია დაატყდათ, მაგრამ არ დანებდნენ და ბრძოლაზე უარი არ უთქვამთ.

გაზიარება: