შენგელიამ ცსკა-ს ულიდერა - არმიელები მაინც დამარცხდნენ
ევროლიგის მიმდინარე სეზონის ოთხთა ფინალი დასასრულს უახლოვდება. ფინალში „ბარსელონა“ და „ეფესი“ ითამაშებენ.
დღეს კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ცსკა და „ოლიმპია მილანო“ შეხვდნენ. „არმიელები“ 73:83 დამარცხდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ შენგელიამ გუნდს ულიდერა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 28 წუთი და 7 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში თორნიკემ 18 ქულას, 9 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ამ შედეგით შენგელია ორივე გუნდის რიგებიდან საუკეთესო იყო.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალურ სტადიაზე რუსული კლუბი „ეფესს“ შეხვდა და უმძიმეს ბრძოლაში 86:89 დამარცხდა.