ქართველი სამბისტები ევროპის ჩემპიონატიდან 6 მედლით ბრუნდებიან
Aa
Aa

ქართველი სამბისტები ევროპის ჩემპიონატიდან 6 მედლით ბრუნდებიან

ქართველი სამბისტებმა კვიპროსში, სამბოს ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვეს. საბოლოო ჯამში, საქართველოს ანგარიშზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია.

გუშინ, 98-კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბექა ბერძენიშვილმა პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.

გუშინვე, ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) საქართველოს ვერცხლის მედალი შემატა. ნინო რუსი მეტოქის, ანასტასია ხომიაჩკოვას წინააღმდეგ დამარცხდა. 58-კილოგრამ წონით კატეგორიაში, ასევე რუს მეტოქესთან, ვლადიმირ გლადკიხთან, ვერ მოიგო ვახტანგ ჩიდრაშვილმაც, რომელიც ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბრინჯაოს მედლის პრიზიორები გახდნენ: მინდია ლილუაშვილი (71 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (79 კგ) და დავით ლორიაშვილი (98 კგ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები