ფინალში რუსი მეტოქე გაანადგურა - ბექა ბერძენიშვილი ევროპის ჩემპიონია!
კვიპროსში სამბოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და 28 მაისი ქართველი ფალავნებისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა 4 მედალი აიღეს - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
71 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მინდია ლილუაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ნინო ოძელაშვილმა (72კგ) და ვახტანგ ჩიდრაშვილმა (58კგ) ფინალური შეხვედრები წააგეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, ხოლო მთავარ წარმატებას ბექა ბერძენიშვილმა მიაღწია.
98+ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა და ოქროს მედალი მოიპოვა. ბერძენიშვილი ფინალურ შეხვედრაში რუს ანდრეი ვოლკოვს დაუპირისპირდა და მეტოქე 7:0 გაანადგურა.
ფოტო: საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია