გიორგი მერებაშვილი: „ქართული გუნდებიდან არავინ დამკავშირებია
Aa
Aa

გიორგი მერებაშვილი: „ქართული გუნდებიდან არავინ დამკავშირებია"

გიორგი მერებაშვილს პლოცკის „ვისლასთან" კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა მერებაშვილი საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში იხილოს. აღნიშნულ ფაქტს ფეხბურთელი თავად, საქართველოს პირველი არხის ეთერში გამოეხმაურა:

„ქართული გუნდებიდან ინტერესი არ ყოფილა, არავინ დამკავშირებია.

ამ ეტაპზე უგუნდოდ ვარ და შემოთავაზებებს ველოდები.

„ვისლადან" წამოსვლა ნამდვილად ემოციური გამოვიდა, რადგან გუნდში 5 წელი გავატარე და ოჯახივით იყო, ვგრძნობდი გულშემატკივრისა და კლუბის წარმომადგენლების სიყვარულს“.

34 წლის შემტევი ვისლაში" 2016 წლიდან ასპარეზობდა. ყველა ტურნირის ჩათვლით, პოლონური გუნდის რიგებში 135 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პლოცკურ გუნდში გადასვლამდე დინამო" თბილისის, სერბული ვოივოდინას", ვერიასა" და ლევადიაკოსის" შემადგენლობაში უასპარეზია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები