სუპერლიგა -
Aa
Aa

სუპერლიგა - "რუსთავი" ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა

საკალათბურთო სუპერლიგის ფინალურ სერიაში „რუსთავმა“ მეორე შეხვედრაც მოიგო და სერიაში ანგარიში 2:0 გახადა.

დღევანდელ შეხვედრაში ანატოლი ბოისას შეგირდებმა „ცხუმ-აფხაზეთი“ ანგარიშით 74:71 დაამარცხეს.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი მალიკ უაითი გახდა,რომელმაც პარკეტზე 35:30 წუთი გაატარა და თავის გუნდს 27 ქულა, 1 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა. 

სტუმრების რიგებში 15-15 ქულით რაჰიმ ჯონსონი და ალექსანდრე ფევაძე გამოირჩნენ.

ფინალური სერიის მესამე მატჩს თბილისის ოლიმპიური სასახლე 27 მაისს უმასპინძლებს. საჭიროების შემთხვევაში, ფინალური სერიის მე-4 შეხვედრა თბილისში 28 მაისს, ხოლო მე-5 მატჩი – 30-ში რუსთავში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები