ყაზანის გრან სლემი - ტურნირის პირველ დღეს 3 ძიუდოისტი იასპარეზებს
Aa
Aa

ყაზანის გრან სლემი - ტურნირის პირველ დღეს 3 ძიუდოისტი იასპარეზებს

ხვალიდან ქართველი ძიუდოისტები ყაზანის გრანდ სლემზე ჩაერთვებიან.

ტურნირის პირველ დღეს საქართველოს სახელით სამი ძიუდოიტი გამოვა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიამიანი პირველ წრეში კამერუნელ ბერნადინ ცალა ცალას შეხვდება.

66 კილოში ბაგრატ ნინიაშვილი სერბ სტრაჰინჯა ბუნჩიჩს დაუპირისპირდება, გამარჯევბის შემთხვევაში კი მოლდოველ დენის ვიერუს შეერკინება. 

გოგონათა ერთეულებში ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი იასპარეზებს. 52 კილოში პირველ წელს საქართველოს სახელით მოასპარეზე ძიუდოისტი შვეიცარიელ ფაბიანა კოხერს დაუპირისირდება.

ყაზანის გრანდ სლემზე ასევე იასპარეზებენ :  73 კგ. - ნუგზარ ტატალაშვილი, ლუკა კაპანაძე ; 81 კგ. - ვლადიმირ ახალკაცი; 90 კგ. - ლუკა მაისურაძე,იმედა გოგოლაძე; 100 კგ. - ონისე სანებლიძე; +100 კგ. - საბა ინანეიშვილი;

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები