Aa
Aa

"ძალიან ბედნიერი ვარ" - ბასილაშვილის კომენტარი ტრიუმფის შემდეგ

მიუნხენში, BMW OPEN-ის 250-ქულიანი კატეგორიის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი იან-ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში ორ სეტში 6:4 7:6 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიკოლოზმა კომენტარი გააკეთა: „ეს არ იყო ადვილი. მატჩის მიწურულს საკმაოდ დაძაბული ვიყავი. საკმაოდ რთული შეხვედრა იყო. იანის წინააღმდეგ თამაში არასდროს არის ადვილი. ის დიდი მებრძოლია და შესანიშნავი ჩაწოდება აქვს.

მე ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემი მეხუთე ATP-ის ტიტულია.  როგორც ჩანს გერმანია ამაში მეხმარება. კარგი შევსება იყო. ეს გამარჯვება მომავალი ტურნირებისთვის გამომადგება. მონდომებული ვიყავი, რომ ამ ტურნირზე კარგად მეთამაშა. ახლა მწვრთნელის ძიებაში არ ვარ. სხვადასხვა ტურნირებზე ფიტნეს მწვრთნელთან ერთად ვმოგზაურობ.“

ამ გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზი ATP რეიტინგში 31-ე ადგილზე 1850 ქულით მოგვევლინა.

ცნობისთვის, შტრუფი და ბასილაშვილი დღეს მერვედ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ გამარჯვების შემდეგ სრული თანაფარდობაა. ჩოგბურთელები 4-4 გამარჯვებით იწონებენ თავს.

მომავალი მატჩი

საქართველოს პირველი ნომერი გერმანიიდან ესპანეთში კონკრეტულად კი მადრიდში გადაინაცვლებს და მასტერსზე იასპარეზებს. ნიკოლოზის პირველი მეტოქე ბენუა პერი იქნება, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც მომდევნო ეტაპზე სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები