გავარდნა არ აპატიეს - შალკეს ფეხბურთელებს გულშემატკივრები თავს დაესხნენ
ცნობილია, რომ „შალკე“ ბუნდესლიგიდან ოფიციალურად გავარდა. ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში გელზერკინხენული კლუბი “არმინიასთან“ 0:1 დამარცხდა და გერმანიის მთავარ ჩემპიონატში დარჩენის თეორიული შანსიც დაკარგა.
მატჩის დასრულების შემდეგ სპორტულ მედიაში არასასიამოვნო კადრები გავრცელდა. რამდენიმე ასეული გულშემატკივარი ფეხბურთელებს დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
გულშემატკივრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა არ იკმარეს და ფიზიკურზეც გადავიდნენ. ცნობილი ხდება, რომ მათ „შალკეს“ ავტობუსს ქვები და კვერცხები დაუშინეს.
ყველაზე შემაძრწუნებელი კი ის იყო, რომ გავრცელეულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ მისდევენ ქომაგები გერმანული გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს. ჯერჯერობით ხსენებული ფეხბურთელის ვინაობა ცნობილი არ არის, თუმცა გერმანულმა პოლიციამ გამოიძიება უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „შალკემ“ 30 თამაშიდან 2 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და 21 წააგო. ცნობისთვის, გელზერკინხელები ბუნდესლიგიდან უკანასკნელად 1988 წელს გავარდნენ.