''ჩისკო გაბრაზდა, ხელფასს საერთოდ არ მოგცემო'' - შენგელიას უცნობი ისტორია
თურქული ''ქონიასფორისა'' და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა ''ვინგერი'' ლევან შენგელია CrystalSport-თან ინტერვიუში თბილისის ''დინამოში'' ასპარეზობის პერიოდსა და ჩისკო მუნიოსთან მუშაობის საინტერესო დეტალებს იხსენებს.
2019 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი თბილისის ''დინამომ'' არასტაბილურად დაიწყო, საწყისი 3 ტურიდან ჩისკოს გუნდმა ორი შეხვედრა დათმო, ბოლნისის ''სიონთან'' და ბათუმის ''დინამოსთან'' დამარცხდა. შენგელიას მონათხრობი ''დინამოს'' კრიზისული პერიოდის შესახებაა. კრიზისის შემდეგ ჩისკოს გუნდმა შედეგი გამოასწორა და საბოლოოდ სეზონი ჩემპიონობით დაასრულა.
გასული წლის დეკემბერში ჩისკო მუნიოსი თბილისის ''დინამოს'' დაემშვიდობა და კარიერა ინგლისის ჩემპიონშიფში გააგრძელა. მისი ხელმძღვანელობით ''უოტფორდმა'' 22-დან 15 მატჩი მოიგო და მხოლოდ 4 შეხვედრაში დამარცხდა. ჩისკოს გუნდი პრემიერშიფში მეორე ადგილზეა და პრემიერ ლიგაში აღზევების ძალიან რეალური შანსი აქვს. აქედან გამომდინარე შენგელიას საუბარი ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის საინტერესო უნდა იყოს.
ინტერვიუს მიმდინარეობისას ამ ეპიზოდის გამოქვეყნება ფეხბურთელთან შეთანხმებული არ იყო, მხოლოდ პირად საუბარს მოიცავდა, თუმცა მონტაჟის შემდეგ რესპონდენტი ამ მონაკვეთის გამოქვეყნებას დაგვთანხმდა.
2019 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონში ლევან შენგელიამ ''დინამოს'' მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა (2 პენალტით) და 5 საგოლე პასი შეასრულა, ხოლო ევროპა ლიგაზე აზერბაიჯანულ ''გაბალას'' დუბლი შეუსრულა, ერთი გოლი კი იაპ სტამის როტერდამის ''ფეიენორდს'' ''დინამო არენაზე'' შეუგდო.
2019-20 წლების სეზონის დასაწყისში ლევან შენგელიამ თბილისური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და მას შემდეგ ''ქონიას'' ღირსებას იცავს.
მასალაში გამოყენებულია თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახურის ფოტოები და კადრები