მეკარის კურიოზული შეცდომა - გაგუას მორიგი გოლი ესპანეთში
Aa
Aa

მეკარის კურიოზული შეცდომა - გაგუას მორიგი გოლი ესპანეთში

ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში ''ალავესის'' სარეზერვო გუნდის ფორვარდმა გიორგი გაგუამ მორიგი გოლი გაიტანა. 26-ე წუთზე 19 წლის შემტევმა მეტოქის მეკარის შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. ამ ეპიზოდში გაგუამ და მისმა თანაგუნდელებმა მეტოქის ნახევარზე პრესინგი განახორციელეს, რაც მეკარის კურიოზული შეცდომითა და ქართველი ცენტრფორვარდის გოლით დასრულდა.

შესვენების შემდეგ მასპინძელი გუნდის, ''ეხეას'' ფეხბურთელებმა 2 გოლი შეაგდეს და 3 ქულა მოიპოვეს.

გიორგი გაგუამ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 19 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველი ლეგიონერი ოფიციალურად ესპანური კლუბის მოთამაშეა 2019 წლის ოქტომბერში გახდა. მიმდინარე წელს მოთამაშემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით ''ალავესის'' ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს.

გაგუას საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ესპანეთში გადაბარგებამდე თბილისის ''დინამოს'' აკადემიასა და ''იბერია 2010''-ში ირიცხებოდა. გაგუას მწვრთნელი ''იბერია 2010''-ში გუბაზ დოლიძე იყო. მოგეხსენებათ, გუბაზ დოლიძე ბავშვთა ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და მასთან მუშაობით ბევრმა ფეხბურთელმა პროგრესი აჩვენა, გაგუაც ერთ-ერთი მათგანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები