ოქრო აკვრაში და ორჭიდში - ტალახაძემ მოსკოვში 3 ოქრო აიღო
2021 წლის ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ფინალურ ფაზაში შევიდა. დღეს 109+ კგ კატეგორიაში ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე გამოვიდა და „აკვრაში“ ოქროს მედალი აიღო. ამ შედეგით ტალახაძემ ოქრო „ორჭიდშიც“ აიღო და ჯამში მოსკოვში 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშამ პირველ ცდაზე 245 კგ აწია. მეორეზე 253 და მესამეზე 263. ჯამში ქართველმა გოლიათმა 485 კილოგრამი აწია!. ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი და სრული ბენეფისი მოსკოვში!
1-ლი მისვლა
მე-2 მისვლა
მე-3 მისვლა