''სავარაუდოდ, პოსტს დავტოვებ'' - ქეცბაიას და ოქრიაშვილის მოსალოდნელი წასვლა
Aa
Aa

''სავარაუდოდ, პოსტს დავტოვებ'' - ქეცბაიას და ოქრიაშვილის მოსალოდნელი წასვლა

კვიპროსული ''ანორთოსისის'' მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა. საკუთარ კედლებში ლიმასოლის აელ-თან მარცხის შემდეგ ქეცბაიამ კვიპროსულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით სეზონის დასრულების შემდეგ პოსტს დატოვებს.

''ჩვენ დაგვაკლდა იღბალი, მაგრამ მარცხის მიზეზი მხოლოდ უიღბლობა არ ყოფილა. დამამთავრებელ ფაზაში უფრო ხარისხიანად უნდა გვეთამაშა.

ჩემი მწვრთნელობის დროს უფრო მეტი რამ შესრულდა, უფრო მეტი რამ გაკეთდა, რაც ჩემს მოსვლამდე ბოლო 11 წლის განმავლობაში. სავარაუდოდ, სეზონის დასრულების შემდეგ პოსტს დავტოვებ, თუმცა ახლა მიზანი თასის მოპოვებაა''.

''ანორთოსისი'' შინ ლიმასოლის აელ-თან 1:2 დამარცხდა. ლორიამ, დაუშვილმა და ქვილითაიამ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშეს. ქეცბაიამ ოქრიაშვილის სასტარტოში გაამწესა, თუმცა 72-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალა. ''ანორთოსისის'' მხრიდან ერთადერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ შეაგდო.


ქეცბაიასთან ერთად ''ანორთოსისს'' თორნიკე ოქრიაშვილი დაემშვიდობება, რომელსაც სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი ეწურება და ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს. მას ზამთარშიც სურდა კლუბის დატოვება, რადგან უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშის ამბიცია აქვს.

''გენტის'' საკუთრებაში მყოფი გიორგი ქვილითაია ''ანორთოსისში'' ერთწლიანი იჯარით ასპარეზობს. მან 26 მატჩში 14 გოლი შეაგდო და ძალიან კარგ სეზონს ატარებს.

35 წლის მეკარეს, გიორგი ლორიასა და 31 წლის საყრდენს, ბუბა დაუშვილს კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის მაისში ეწურებათ. სავარაუდოდ, შემდეგ სეზონს კვლავ ''ანორთოსისში'' გაატარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები