TOP 10: ქართველი ფეხბურთელების უცნობი გოლები
Aa Aa

TOP 10: ქართველი ფეხბურთელების უცნობი გოლები

გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელების მიერ გატანილი გოლების ათეულს, რომლის დიდი ნაწილი ფეხბურთის ქომაგებისთვის უცნობია ან მივიწყებულია. გარდა ამისა, გოლები სილამაზისა და მნიშვნელობის მიხედვითაც შევარჩიეთ.

ათეულშია რევაზ არველაძის (მეხელენი VS ლიერსი ), კახა კაჭარავას (ჰომბურგი VS ერკენშვიკი), მამია ჯიქიას (ხოჟუვის რუხი vs კრაკოვის ვისლა), გიორგი ანჩაბაძის (აშქელონის ჰაპოელი VS იერუსალიმის ბეითარი), გიორგი ადამიას (ნეფთჩი VS ქარვანი), ბახვა ამბიძის (ქფარ საბას ჰაპოელი VS იერუსალიმის ბეითარი), დავით ჩალაძის (ვლადიკავკაზიის ალანია VS მოსკოვის სპარტაკი), გიორგი დემეტრაძის (თელ-ავივის მაქაბი VS იერუსალიმის ბეითარი), რატი ალექსიძისა (დიორი ეტო VS დებრეცენი) და თემურ ქეცბაიას (ანორთოსისი VS იუვენტუსი) გოლები.

1992 წელს თემურ ქეცბაიამ ''იუვენტუსს'' გაუტანა, 2010 წელს კი რატი ალექსიძემ უნგრულ ''დებრეცენს''. ათეულში შესული გოლები 1992-2010 წლებშია გატანილი და 18-წლიან პერიოდს მოიცავს.

თემურ ქეცბაიას, რევაზ არველაძის, კახა კაჭარავას, გიორგი ანჩაბაძის, ბახვა ამბიძისა და დავით ჩალაძის გოლები 90-იან წლებში თარიღდება. იმ პერიოდის დაბალი ტექნოლოგიური განვითარების ფონზე ქომაგთა დიდი ნაწილისთვის ეს გოლები უცნობი იქნება, ხოლო გიორგი დემეტრაძის, მამია ჯიქიას, გიორგი ადამიასა და რატი ალექსიძის გოლები საუკუნის პირველ ათწლეულში გავიდა და სავარაუდოდ, უფრო მეტი გულშემატკივრისთვისაა ცნობილი.

გაზიარება: