Aa
Aa

"დოროყაშვილის საკუთრებაში 3 მილიონის ქონება გადავიდა" - ადვოკატმა განმარტებები გააკეთა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ სატელევიზიო გადაცემა "იმედის დღე"-ში ქართველი ჩოგბურთელის გარშემო მიმდინარე იურიდიულ პროცესებზე ვრცლად ისაუბრა.

ჭკადუა რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შეეხო და მათზე კონკრეტული განმარტებები გააკეთა, მათ შორის ერთ-ერთი საკითხი ბასილაშვილისა და მისი შვილის, ლუკასის ურთიერთობას უკავშირდებოდა. ადვოკატმა ასევე წარმოადგინა საჯარო რეესტრის დოკუმენტაცია, რომლითაც ხაზი გაუსვა და დააკონკრეტა, რომ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილისა და შვილის, ლუკას ბასილაშვილის მიმართ ფინანსურ მზრუნველობას იჩენს.  

დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ გაავრცელა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ ჩოგბურთელი წელიწად-ნახევარია მეუღლეს ალიმენტს არ უხდის, ერთადერთ შვილს კი სახლის გარეშე ტოვებს. როგორც მოვისმინეთ, ჭკადუამ ყველა ეს ინფორმაცია უარყო, რისთვისაც დოკუმენტებიც მოიშველია.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 2020 წლის 24 მაისს დაიწყო და საქმე მას შემდეგ პროკურატურის შესწავლის ობიექტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები