ბაუტისტა აგუტი:
Aa
Aa

ბაუტისტა აგუტი: "ბასილაშვილმა დიდებულად ითამაშა"

2021 წლის დოჰას 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი და ბაუტისტა აგუტი შეხვდნენ ერთმანეთს. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე უმძიმეს ბრძოლაში 2 სეტში 7:6 6:2 დაამარცხა და დამსახურებულად დაეუფლა ტიტულს. 

მატჩის დასრულების შემდეგ ესპანელმა ჩოგბურთელმა კომენტარი გააკეთა და ნიკოლოზზე დადებითად ისაუბრა: "წაგება არ მიყვარს და ვფიქრობ დღეს უკეთესად თამაში შემეძლო, მაგრამ ეს ნიკოლოზის ფინალი იყო. მინდა ბასილაშვილს მივულოცო. მან დიდებულად ითამაშა. ქართველი აგრესიულად თამაშობდა, რამაც წარმატების მიღწევაში დიდი როლი ითამაშა. ახლა დასვენების და ძალების აღდგენის დროა. წინ ბევრი ტურნირია. ვიმედოვნებ მომავალ წელს აქ ისევ ჩამოვალ და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებ."

შეგახსენებთ, რომ ეს მოთამაშეები ისტორიაში მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს. 4 გამართული შეხვედრიდან ბაუტისტამ 3 მოიგო, ნიკოლოზმა კი მხოლოდ ერთი 2019 წელს დუბაიში. ასევე გეტყვით, რომ ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 1605 სარეიტინგო ქულა დააგროვა და ATP-ში რეიტინგში 37-ე ადგილზე დამკვიდრდა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები