იოლი გამარჯვება - ქართველმა ფრენბურთელებმა სომხები დაამარცხეს
დიღომში მდებარე ვ.კაჭარავას სახელობის „ფრენბურთის არენაზე“ ფრენბურთის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატში მიმიდნარეობს.
საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.
ახალგაზრდა ფრენბურთელებმა სომეხი თანატოლები 3:0 (25:13; 25:11; 25:9) დაამარცხეს.
მომდევნო მატჩს ჩვენი ნაკრები ხვალ 17:30 საათზე გამართავს და ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება.
გათამაშების პირველ წრეში საქართველო ტურნირს ფავორიტს უკრაინის ნაკრებს შეხვედა და ანგარშით 0:3 (10:25;17:25;13:25)წააგო.
შეგახსენებთ,რომ ზონალური ასოციაციის ჩემპიონატი ამავდროულად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი არის,რომელსაც ივლისში სლოვაკეთი უმასპინძლებს.
გოგონათა 16 წლამდე ნაკრები კი ლატვიაში იმყოფება და დღეს რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.