თბილისის გრან სლემი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
26-28 მარტს თბილისი ძიუდოს მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გრან სლემი საქართველოში პირველად ტარდება და თბილისში მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოვლენ.
მწვრთნელების გადაწყვეტილებით ტურნირზე საქართველო 36 (28 ვაჟი და 8 გოგონა) ძიუდოისტით იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტატამს მზია ბებოშვილი უბრუნდება.
მთავარი მწვრთნელის ლაშა გიჯეჯიანის გადაწყვეტილებით კი თბილისის გრან სლემს ლაშა ბექაური,ლუკა მაისურაძე,ბექა ღვინიაშვილი,ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუთიშვილი გამოტოვებენ.
მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი კი შეჯიბრზე ტრავმის გამო ვერ მონაწილეობს.
ვაჟთა ნაკრები :
60 კგ. – თემურ ნოზაძე; ჯაბა პაპინაშვილი; შაქრო შათირიშვილი; ლაშა ჩადუნელი
66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი; ბაგრატ ნინიაშვილი; გიორგი თუთაშვილი; ბექა წიფიანი
73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი; ნუგზარ ტატალაშვილი;ფრიდონ გიგანი; თორნიკე გვიჩიანი
81 კგ. – ტატო გრიგალაშვილი; ვლადიმირ ახალკაცი; გიგა გიგაური; დიმიტრი გოჩილაიძე
90 კგ. – გიორგი ქურდიანი; ავთანდილ ჭრიკიშვილი; იმედა გოგოლაძე; გიორგი პაპუნაშვილი
100 კგ. – ონისე სანებლიძე; ილია სულამანიძე; გიორგი ჩიქოვანი; ნიაზი დიასამიძე
+100 კგ. - გელა ზაალიშვილი; ლევან მატიაშვილი; საბა ინანეიშვილი; ონისე ბუღაძე
გოგონათა ნაკრები :
48 კგ. - ნატალია ყიფშიძე
52 კგ. - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი; მზია ბებოშვილი; მარიამ ჯანაშვილი
57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი
63 კგ. – ინდირა სილაგაძე
70 კგ. – მარიამ ჭანტურია
78 კგ. - სოფიო სომხიშვილი
ტურნირამდე 15 დღე რჩება და მთავარმა მწვრთნელებმა შესაძლებელია შემადგენლობებში ცვლილებები შეიტანონ.
ამ მომენტისთვის თბილისის გრან სლემზე 79 ქვეყნის 467 (264 ვაჟი და 203 გოგონა) ძიუდოისტია დარეგისტრირებული.