დაშორებიდან 1 კვირაში - ბოატენგის მეგობარი გოგო გარდაცვლილი იპოვეს
Aa
Aa

დაშორებიდან 1 კვირაში - ბოატენგის მეგობარი გოგო გარდაცვლილი იპოვეს

25 წლის მოდელი და ჯერომ ბოატენგის ყოფილი მეგობარი გოგო კასია ლენჰარდტი, სამშაბათს ბერლინში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

15-თვიანი ურთიერთობის შემდეგ, „ბაიერნის“ ფეხბურთელმა 1 კვირის წინ განაცხადა, რომ მისი და კასიას ურთიერთობა დასრულებული იყო.

წარმოშობით პოლონელი მოდელი ცნობადი სახე 2012 წლიდან გახდა, როდესაც ბერლინში სამოდელო კარიერა დაიწყო.

ბერლინის პოლიციის თქმით, ჯერ არ არსებობს იმის საფუძველი იფიქრონ, რომ კასია ვინმემ მოკლა.

View this post on Instagram

A post shared by KASIA (@kasia_lenhardt)

2 თებერვალს ბოატენგმა კასიასთან დაშორების შემდეგ კომენტარი გააკეთა და ასეთი რამ თქვა: „მე პასუხისმგებლობა უნდა ავიღო და ვიმოქმედო ჩემი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. ბოდიშს ვუხდი ყველას ვისაც გული ვატკინე, განსაკუთრებით ჩემ ყოფილ მეუღლეს რებეკას და შვილებს“.

წყვილის დაშორება გამოიწვია ღალატის ბრალდებამ და შანტაჟმა. კატიამ დაშორების შემდეგ, ერთ-ერთ ბრიტანულ ტაბლოიდთან საუბრისას ბოატენგს „დემონი“ უწოდა და დაპირდა, რომ ერთ დღესაც ყველაფერს საჯაროდ იტყოდა: „მე ვილაპარაკებ, ურბალოდ ჯერ დასამშვიდებლად ცოტა დრო მომეცით“.

ბოატენგმა თავის მხრივ კატია თავის ყოფილ მეგობარ გოგოსთან ურთიერთობის საბოტაჟში დაადანაშაულა: „კასია დამემუქრა, რომ ჩემ კარიერას დაანგრევდა და შვილებსაც დავკარგავდი. მან მითხრა, რომ მის ცემაში ბრალს დამდებდა. იცის, რომ ჩემ ყოფილ მეუღლესთან იგივე პრობლემები მაქვს და ის სწორედ ამიტომ მიჩივის სასამართლოში“.

გამოძიება მიმდინარეობს და სამართალდამცავებს ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული ხელჩასაჭიდი არ აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები