Aa
Aa

დაბრუნება ტიბოდოსთან - დერიკ როუზი ნიუ იორკ ნიქსში ითამაშებს

NBA-ის ინსაიდერის, შემს შარანიას ინფორმაციით, „დეტროიტ პისტონსის“ კალათბურთელი, დერიკ როუზი კარიერას „ნიუ იორკ ნიქსში“ გააგრძელებს. როგორც ირკვევა, მხარეებმა გაცვლის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ტრეიდი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.

„დეტროიტი“ „დი-როუზის“ სანაცვლოდ დენის სმიტ ჯუნიორსა და 2021 წლის დრაფტის მეორე რაუნდის პიკს მიიღებს, რეგულარული სეზონის MVP კი ყოფილ მწვრთნელთან, ტომ ტიბოდოსთან კიდევ ერთხელ იმუშავებს.

შარანიას ცნობით, „პისტონსი“ და დერიკ როუზი შეთანხმდნენ, რომ ტრეიდი ორივე მხარის ინტერესებში შედიოდა, რამაც გუნდებს შორის გარიგება გააადვილა. საინტერესოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში როუზს „ლოს ანჯელეს-კლიპერსს“ უკავშირებდნენ, თუმცა დერიკმა არც თუ ისე დიდი ამბიციების მქონე „ნიქსი“ აირჩია.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის გამთამაშებელი მიმდინარე სეზონს კარგად ატარებს და საშუალოდ 14.2 ქულასა და 4.2 შედეგიან გადაცემას აგროვებს. როუზს ბოლო მატჩებში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა და „დეტროიტის“ გასული 8 დაპირისპირებიდან 5-ში მონაწილეობა არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები