შერმადინის 17 ქულა საკმარისი არ იყო - ტენერიფე ბასკონიასთან დამარცხდა
Aa
Aa

შერმადინის 17 ქულა საკმარისი არ იყო - ტენერიფე ბასკონიასთან დამარცხდა

ესპანეთის ACB ლიგის მორიგ ტურში "ტენერიფემ" "ბასკონიას" უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 79:81 დამარცხდა. მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო. 

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 31 წუთი და 36 წამი დაჰყო. გიორგიმ ამ პერიოდის განმავლობაში 17 ქულას, 5 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. სამწუხაროდ შერმადინის კარგი თამაში გუნდს ვერ დაეხმარა. 

"ტენერიფეს" 3-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მათზე მაღლა სწორედ "ბასკონია" აღზევდა. ვიდორეტას გუნდს 22 ტურის შემდეგ 17 მოგება და 5 წაგება აქვს. გათამაშებას კი 40 ქულით მადრიდის "რეალი" ლიდერობს.

მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის კლუბი "ობრადოიროს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები