2008 - პორტუგალია 2:0 საქართველო: რონალდუ ქართველების წინააღმდეგ
Aa
Aa

2008 - პორტუგალია 2:0 საქართველო: რონალდუ ქართველების წინააღმდეგ

2007-08 წლების საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ ფელიპე სკოლარის გაწვრთნილმა პორტუგალიის ნაკრებმა ამხანაგური მატჩი საქართველოს ეროვნულ გუნდთან გამართა, რომელსაც იმ პერიოდში პეტრ სეგრტის სახით დროებითი მთავარი მწვრთნელი ჰყავდა.

31 მაისს ქალაქ ვიზეუში გამართული შეხვედრა პორტუგალიელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. პორტუგალიისთვის გოლები მოუტინიომ და სიმაომ გაიტანეს.

აღნიშნულ მატჩში პორტუგალიელთა კაპიტანი 23 წლის კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელიც სკოლარიმ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა. სუპერვარსკვლავი მეტწილად მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, სადაც მის განეიტრალებას უჩა ლობჟანიძე ცდილობდა. როცა ფლანგს ცვლიდა, ნავალოვსკის წინააღმდეგ უხდებოდა თამაში. ასევე, აწუხებდა ცენტრალურ მცველებს, ზურაბ ხიზანიშვილსა და მალხაზ ასათიანს.

რონალდუ VS საქართველო

კახა კალაძის არყოფნაში სკოლარის გუნდის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი იყო.

პორტუგალია: რიკარდუ (ქუიმი 46), ბოსინგვა (მიგელ 62), რიკარდო კარვალიუ (ქუარეშმა 46), ფერეირა, პეპე (ფერნანდო მეირა 62), პეტი (ნანი 46), დეკუ (ჟოზე მეირელეში 46), სიმაო (ალვეში 46), რონალდუ (მიგელ ველოსო 46), ჟოაო მოუტინიუ (უგო ალმეიდა 73), ნუნუ გომეში (ელდერი 62)

საქართველო: ლორია, ნავალოვსკი (მერებაშვილი 85), ხიზანიშვილი, ასათიანი, ლობჟანიძე, კობიაშვილი (დევდარიანი 46), ცქიტიშვილი (კლიმიაშვილი 46), მენთეშაშვილი (სანაია 71), ყენია (ბარაბაძე 71), ალექსიძე (მუჯირი 38), იაშვილი (გოცირიძე 46)

მატჩის გოლები

ფოტო: gettyimages

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები