ივარჯიშა და შემდეგ მატჩს ითამაშებს - ოქრიაშვილი დაბრუნდა!
Aa
Aa

ივარჯიშა და შემდეგ მატჩს ითამაშებს - ოქრიაშვილი დაბრუნდა!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ''ანორთოსისთან'' ერთად პირველ ვარჯიში ჩაატარა. 28 წლის შემტევმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ ტრავმა მოიშუშა, თავს კარგად გრძნობს და მოედანზე დაბრუნებისთვის მზადაა.

''დღეს სრული დატვირთვთ ვივარჯიშე, თავს კარგად ვგრძნობ, ვარჯიში ბოლომდე ჩავატარე და "აეკ-თან" შემდეგი მატჩისთვის ვემზადები'' - განაცხადა თორნიკემ

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 12 ნოემბრის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია, მაკედონიასთან მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარა, შემდეგ კი კვიპროსის ჩემპიონატის ზედიზედ 10 მატჩი გამოტოვა, რაც ქეცბაიას გუნდისთვის დიდი დანაკლისია.

ცნობისთვის, ოქრიაშვილი სეზონის ბოლომდე გუნდში დარჩება. სეზონის დასრულების შემდეგ კი ქართველი შემტევი თავისუფალი აგენტი გახდება და "ანორთოსისს" დატოვებს.

მსგავსი სიახლეები