ლობჯანიძე ასტანაში ? - ტრანსფერი ძალიან რეალურია
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე ერთ-ერთ უმდიდრეს ყაზახურ კლუბში, ''ასტანაში'' გადასვლასთან ახლოსაა. ამ ეტაპზე მხარეებს შორის მოლაპარეკება მიმდინარეობს. ინფორმაცია ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში დაადასტურა.
Free agent Elguja Lobjanidze confirmed (28) that he is in talks with @fca_astana. They are close to an agreement, but it's not a done deal yet. Kaisar have said goodbye to a player who has been with them for 1 year and made 14 appearances (8 goals, 1 assist). pic.twitter.com/E0bhEOV6U8
— Dima Shariqadze (@shariqadzedima) February 1, 2021
ლობჯანიძემ კვიპროსელი თავდამსხმელი პიეროს სოტირიუ უნდა შეცვალოს, რომელიც კარიერას ბულგარულ ''ლუდოგორეცში'' გააგრძელებს.
როგორც ყაზახური Vesti იუწყება, ''ასტანას'' მთავარ მწვრთნელს ანდრეი ტიხონოვს ქართველ თავდამსხმელთან მუშაობის დიდი სურვილი აქვს.
2020 წლის სეზონში ''ასტანა'' პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზე გავიდა და 2021-22 წლების ევროსეზონში კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.
ლობჯანიძემ გასული სეზონი ყაზახურ ''კაისარში'' გაატარა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა შორის ფიგურირებდა, სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და ეროვნულ ნაკრებშიც რეგულარულად იწვევდნენ.
2020 წლის სეზონში ''კაისარის'' რიგებში ჩატარებულ 14 მატჩში 8 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა, 7 გოლი ყაზახეთის პრემიერ ლიგაში გაიტანა, ხოლო 1 გოლით ევროპა ლიგაზე კვიპროსულ ''აპოელთან'' გამოიჩინა თავი.
მას ასევე უთამაშია ყაზახურ ''თარაზსა'' და რუსეთის პრემიერ ლიგის ''ორენბურგში''.
28 წლის ცენტრფორვარდმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი ჩაატარა.
მასალაში გამოყენებულია Gff.ge-ს ფოტოები