''ოქრი'' ქეცბაიას დაემშვიდობება? - ჰენინგ ბერგს ქართველის გადაბირება სურს
Aa
Aa

''ოქრი'' ქეცბაიას დაემშვიდობება? - ჰენინგ ბერგს ქართველის გადაბირება სურს

CrystalSport-ის ცნობით ''ომონიას'' მთავარ მწვრთნელს, ნორვეგიელ ჰენინგ ბერგს თორნიკე ოქრიაშვილის გადაბირების დიდი სურვილი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე კლუბებს შორის შეთანხმება არ მიღწეულა. დაინტერესება ნამდვილად რეალურია და შესაძლოა 28 წლის ქართველმა შემტევმა სეზონის დარჩენილი ნაწილი ''ანორთოსისის'' ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის შემადგენლობაში გაატაროს.

კვიპროსული მედიის ცნობით კლუბები განიხილავენ ფეხბურთელთა გაცვლის ვარიანტს, ოქრიაშვილი ''ომონიას'' შეუერთდება, ხოლო ''ომონიას'' გამოცდილი შემტევი ერიკ ბოტეაკი კარიერას ქეცბაიას გუნდში გააგრძელებს. 33 წლის ბოტეაკი წარსულში საფრანგეთს ლიგა 1-ის ''დიჟონში,'' ''ნიცასა'' და ''ლილიში'' ასპარეზობდა. მოთამაშეთა შესაძლოა გაცვლის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული Kerkida ავრცელებს.

''ომონია'' კვიპროსის მოქმედი ჩემპიონია, კლუბს ჰენინგ ბერგი 2019 წლიდან წვრთნის. 51 წლის სპეციალისტი ასევე ხელმძღვანელობდა ''ბლექბერნ როვერსსა'' და ვარშავულ ''ლეგიას''. ფეხბურთელეობისას ინგლისის პრემიერ ლიგის ჩემპიონი ''ნიუკასლთან''  და ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' ერთად გახდა. სკანდინავიელი 1998-99 წლების ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორია, თუმცა ბარსელონაში, უდრამატულეს ფინალში არ უთამაშია.

40 ქულით ''ანორთოსისი'' მე-4 ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება აელ-ს. ''ომონიამ'' 21 ტურში 43 ქულა მოაგროვა და მეორე პოზიციას იკავებს, ხოლო პირველზე გიორგი პაპუნაშვილის ''აპოლონია'' 44 ქულით. დიდი ალბათობით ჩემპიონი აღნიშნულ ოთხ გუნდს შორის გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები