სპორტის ისტორია უამრავ დაუვიწყარ მომენტს ინახავს.
ლეგენდარულმა სპორტსმენებმა წარუშლელი კვალი არამხოლოდ თავიანთი საქმიანობით დაგვიტოვეს - მათ ისტორიას დაუვიწყარი გამონათქვამები აჩუქეს, რომლებიც თაობიდან თაობებს გადაეცემათ.
გთავაზობთ 10 დაუვიწყარ ფრაზას სპორტის ისტორიიდან:
„უამრავი ფული დავხარჯე ალკოჰოლურ სასმელებში, გოგოებში და სპორტულ მანქანებში. თანხის დანარჩენი ნაწილი კი უბრალოდ გავფლანგე". - ჯორჯ ბესტი.
„რეკორდებს მხოლოდ იმისთვის ამყარებ, რომ შემდეგ ვინმემ გააუმჯობესოს. თუ ამას არ ეთანხმები, ესე იგი თვითკმაყოფილი იდიოტი ხარ.“
„შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება - ჩემიც.“ - მიხაელ შუმახერი.
"ფეხბურთმა თავმოყვარეობა, ცხოვრებისეული მიზნები, გამბედაობა და ბალანსი მომცა. ფეხბურთი ჰუმანურობისა და იმედის სინონიმია". - ადრიანო.
„თუ დათვთან ბრძოლისას მნახეთ, დათვისთვის ილოცეთ. ეს გამოთქმა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. Mamba Mentality სწორედ ესაა. ჩვენ არ ვნებდებით, ჩვენ შიში ვერ გვამარცხებს, ჩვენ არ გავრბივართ. პირიქით! ჩვენ ვითმენთ და შემდეგ ვიპყრობთ. შეწყვიტეთ საკუთარი თავის შეცოდება! გამოსავალი იპოვეთ და მუშაობას ისეთი ჟინითა და რწმენით შეუდექით, როგორიც აქამდე არასდროს გქონიათ“.
"ყველაზე მნიშვნელოვანია - შეეცადოთ და შთააგონოთ ადამიანები, რათა მათ შეძლონ იყვნენ შესანიშნავები იმაში, რისი კეთებაც ყველაზე მეტად სურთ". - კობი ბრაიანტი.
"შენ ვერასდროს იქნები მუდამ მოტივირებული, ამიტომ ყოველთვის დისციპლინირებული უნდა იყო". - ფლოიდ მეივეზერი.
"ჩემ გულს უნდა, რომ წაიკითხოს ბიბლია და დაემორჩილოს ღმერთს. როცა შენ ცხოვრებაში არის იესო და არის ღმერთი, შენი გულისთვის ეს სამყარო მნიშვნელოვანი არაა, უფრო მნიშვნელოვანია შენს გულში იყოს ღმერთი. სწორედ ასე შეცვალა ღმერთმა ჩემი ცხოვრება". - მენი პაკიაო.
"ტექნიკა ბურთის ათასჯერ აკენწვლა არაა. ამას შეგიძლია ვარჯიშით მიაღწიო, შემდეგ კი ცირკში იმუშაო. ტექნიკა პასის ერთი შეხებით, შესაფერისი ძალით, შესაფერისი ფეხით და შესაფერისი თანაგუნდელისთვის გაკეთებაა".
"რა არის სისწრაფე? სპორტული პრესა ხშირად, სისწრაფეს წინასწარ განჭვრეტაში ურევს. დაუკვირდით, თუ მე სირბილს სხვაზე ადრე დავიწყებ, უფრო სწრაფი გამოვჩნდები". - იოჰან კრუიფი.
“მჯერა, რომ ჩვენ განგვსჯიან. ჰიტლერისნაირი ადამიანი, რომელმაც უამრავი ებრაელი დახოცა, მას არ უნდა შერჩეს ასეთი საქციელი და ის ვინმემ უნდა დასაჯოს. ასეთმა ადამიანმა შეიძლება ეს ახლა არ იცოდეს, მაგრამ როდესაც გარდაიცვლება შემდეგ გაიგებს. ჯოჯოხეთში ის სამუდამოდ იქნება.
ასე რომ, როდესაც კრივიდან წავალ, ღმერთთან შესახვედრად მოვემზადები. იმაზე ფიქრი მზარავს, რომ შეიძლება ჯოჯოხეთში მოვხვდე და სამუდამოდ დავიწვა. ასე, რომ რა უნდა გავაკეთო?
როცა კრივიდან წავალ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხალხს დავეხმარო. ღმერთი მიყურებს. ღმერთს არ შევუქივარ იმისთვის, რომ ფრეიზერი დავამარცხე. ღმერთისთვის სულ ერთია ამერიკაც და ინგლისიც. მას მხოლოდ ის აინტერესებს, თუ როგორ ვეპყრობით ჩვენ ერთმანეთს.
ვაპირებ, რომ ვიბრძოლო, მოვემზადო, რათა შევხვდე ღმერთს და გავემგზავრო უკეთეს ადგილას, ამას აზრი ნამდვილად აქვს“. - მუჰამედ ალი.
"სხვებისთვის დახმარების გაწევა, შენთვის სამოთხეში ოთახის ქირის გადასახადია", - ეს სიტყვები ალის საფლავის ქვაზეა წაწერილი.
„დღეს ბავშვებს უნერგავენ, რომ ფეხბურთით ფულს იშოვიან. ამიტომ, ფეხბურთის სახელოვნებო სული იჩაგრება. ვან გოგს და დეგას რომ ეფიქრათ, მაინცდამაინც ფულისთვის ვხატავთო, მათი ტილოები ხომ სულ სხვანაირი იქნებოდა. ასევეა ფეხბურთშიც. იქ მთავარი მოგება არ არის. იქ მოგება მაშინაა კარგი, როცა ხელოვნების გამარჯვებას ემთხვევა". - სოკრატესი.
"ზოგიერთ ადამიანს უნდა, რომ ეს მოხდეს. ზოგი ნატრულობს, რომ ეს მოხდეს. სხვები კი ამას შესაძლებელს ხდიან". - მაიკლ ჯორდანი.
BONUS:
„მე მარადონა ვარ, რომელსაც გოლები გააქვს, უშვებს შეცდომებს. შემიძლია ამ ყველაფერს გავუმკლავდე. საკმარისად დიდი მხრები მაქვს, რომ ეს ყველაფერი მივიღო და მას ვებრძოლო“.
„ცოტათი მარადონას თავით და ცოტათი ღმერთის ხელით".
„როდესაც ღმერთი გადაწყვეტს, რომ დროა, ვფირობ, ის ჩვენთვის მოვა"... - დიეგო არმანდო მარადონა.