"მთავარი ფსიქოლოგიური განწყობის ამაღლებაა" - სვანაძის მატჩისწინა პრესკონფერენცია
საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ნოემბერს "ერთა ლიგაზე" ესტონეთს მასპინძლობს. მატჩის წინ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო დეტალზე ისაუბრა.
რამაზ სვანაძე - ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"გუნდში რამდენიმე ტრავმირებულია, თუმცა გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება. ყველა მწვრთნელს საკუთარი ხედვა აქვს, მათ შორის მეც, მაგრამ ვიმეორებ ახლა მთავარი ფსიქოლოგიური განწყობის ამაღლებაა.
ვლადიმირ ვაისს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ჩემგან მისი ცუდ კონტექსტში ხსენება არ იქნება. ხვალინდელი მატჩი სატურნირო მდგომარეობით შეიძლება ბევრს არაფერს წყვეტდეს, მაგრამ ვფიქრობ ნაკრების ყველა თამაში პოზიტიურად უნდა დაგვამახსოვრდეს.
ეს მატჩი ჩემი პასუხისმგებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად მხოლოდ 2 დღე მაქვს, მაინც ვეცდებით საუკეთესო შედეგის დაფიქსირებას. მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის რაც ხდება ეს აუცილებლად შიდა სამზარეულოში უნდა დარჩეს." - ასევე განაცხადა სვანაძემ
შეგახსენებთ, რომ სომხეთთან მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისი ნაკრებიდან წავიდა. მის ნაცვლად კი დროებით რამაზ სვანაძე დაინიშნა. საქართველოსა და ესტონეთს შორის მატჩი 18 ნოემბერს თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება.