ტესტის პასუხი დადებითია - კრიშტიანუ ბარსასთან გამოირიცხა!
პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს 13 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდგინდა. ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა მისი "ბარსელონასთან" თამაშის შესაძლებლობის შესახებ.
ტურინული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ კრიშტიანუს კორონავირუსის ტესტის პასუხი დღეს უნდა ყოფილიყო ცნობილი და იმ შემთხვევაში, თუ პასუხი უარყოფითი იქნებოდა მაშინ რონალდუ, ბარსას შეუტევდა.
ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ეს კი ნიშნავს, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კოვიდ ინფექცია კვლავ აქვს და ხვალ კატალონიელების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
BREAKING: Cristiano Ronaldo will NOT play against Barcelona on Wednesday after testing positive for coronavirus again, Goal can confirm ❌ pic.twitter.com/3gLHNBH4cb
— Goal (@goal) October 27, 2020
შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება 28 ოქტომბერს თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება. აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიელებს დაცვაში საკადრო პრობლემები აქვთ. დე ლიხტი და კიელინი გუნდს ვერ დაეხმარებიან, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ლეონარდო ბონუჩის თამაშიც. "ბლაუგრანას" კი დისკვალიფიკაციის გამო ჟერარდ პიკე დააკლდება.