ტამპამ მეორე შეხვედრა მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
ბეისბოლის უმაღლესი ლიგის ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში „ტამპა ბეი რეისმა“ იმარჯვა და „ლოს ანჯელეს დოჯერსთან“ წონასწორობა აღადგინდა. პირველ მატჩში განცდილი ფიასკოს შემდეგ, „ტამპამ“ ბევრად უკეთ იასპარეზა და მეტოქეს 6-4 სძლია.
„რეისის“ წარმატების მთავარი შემოქმედები ბრენდონ ლოუი და ჯოი უენდლი იყვნენ. ამ უკანასკნელმა გუნდს 3 არბიაი შესძინა. ლოუი კი უდავოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ და 2 ჰოუმ რანი გაიფორმა, რომელთა წყალობითაც „ტამპამ“ 3 ქულა მოიპოვა.
აღსანიშნავია ასევე „რეისის“ პიჩერთა ჩინებული გამოსვლაც. ბლეიკ სნელმა მრისხანე მეტოქეს მხოლოდ 2 ქულის აღების საშუალება მისცა. „ტამპას“ ბულპენმა კი ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ხელიდან არ გაუშვია.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე სერიაში ანგარიში 1-1-ია და მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს ვიხილავთ. მატჩი თბილისის დროით 04:08-ზე დაიწყება.