Aa
Aa

კერშოუს გმირობა - ფინალური სერიის პირველი შეხვედრა დოჯერსმა მოიგო

ბეისბოლის უმაღლესი ლიგის ფინალური სერიის პირველი შეხვედრა „ლოს ანჯელეს დოჯერსის“ გამარჯვებით დასრულდა. დეივ რობერტსის გუნდმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა და „ტამპა ბეი რეისი“ 8-3 დაამარცხა.

„დოჯერსის“ წარმატების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ლოს-ანჯელესელთა სუპერვარსკვლავი პიჩერი, კლეიტონ კერშოუ გახლდათ. ამ უკანასკნელმა მოედანზე 6 ინინგი გაატარა და მეტოქეს მხოლოდ ერთი ქულის დაგროვების საშუალება მისცა. კერშოუმ 8 სტრაიკაუტი გაიფორმა და ერთადერთი შეცდომა მე-5 ინინგში დაუშვა, როცა კირმაიერმა ჰოუმ რანი მიითვალა.

„დოჯერსის“ შეტევას რაც შეეხება, ლოს-ანჯელესური გუნდის მხრიდან შედეგიანი დარტყმებით მუკი ბეთსი, მაქს მანსი, უილ სმიტი, კრის ტეილორი, კიკე ჰერნანდესი და კოდი ბელინჯერი გამოირჩნენ. ბელინჯერმა და მანსმა 2-2 არბიაი გაიფორმეს, დანარჩენებმა კი „დოჯერსს“ თითო-თითო ქულა მოუტანეს.

ცნობისთვის, Globe Life Field-ზე გამართულ შეხვედრას უმაყურებლოდ არ ჩაუვლია და საყვარელ გუნდს 11,388 გულშემატკივარი ამხნევებდა. აქვე გეტყვით, რომ ფინალური სერიის მეორე მატჩი ხუთშაბათს გაიმართება და თბილისის დროით 04:08-ზე დაიწყება.

ცხელი ამბები