Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected
      Aa
      Aa

      დოჯერსმა ბრეივსი დაამარცხა და ფინალურ სერიაში ტამპა ბეის შეხვდება

      „ლოს-ანჯელეს დოჯერსმა“ MLB-ის ნაციონალური ლიგის გადამწყვეტი სერიის მეშვიდე შეხვედრაში „ატლანტა ბრეივსი“ 4-3 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის „ტამპა ბეი რეისის“ წინააღმდეგ იბრძოლებს.

      „დოჯერსი“ „ბრეივსთან“ სერიაში ჯერ 2-0-ს აგებდა, შემდეგ 3-1-ს, თუმცა ზედიზედ 3 შეხვედრაში იმარჯვა და თასის აღმართვა ბოლო 4 წლის განმავლობაში მესამედ შეეძლება.

      ლოს-ანჯელესელებმა მატჩი ცუდად დაიწყეს და 5 ინინგის შემდეგ 3-2-ს მარცხდებოდნენ, თუმცა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს. მე-6 ინინგში კიკე ჰერნანდესმა ჰოუმ რანით ანგარიში გაათანაბრა. მე-7-ში კი კოდი ბელინჯერმა მორიგი ჰოუმ რანი გაიფორმა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

      „ატლანტა“ ბევრს ეცადა, მაგრამ ხულიო ურიასის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. ამ უკანასკნელმა პიჩერის ფუნქციები ბოლო 3 ინინგში შეითავსა და „ატლანტას“ მოთამაშეებს პირველი ბაზის დაკავების საშუალებაც არ მისცა.

      ცნობისთვის, წინა ორი ცდიდან „დოჯერსმა“ ჩემპიონობის მოპოვება ვერცერთხელ მოახერხა და ჯერ „ჰიუსტონის“, ხოლო შემდეგ „ბოსტონის“ წინააღმდეგ დამარცხდა. ლოს-ანჯელესელებმა სანუკვარი თასი ბოლოს 1988 წელს აღმართეს და თავიანთ ისტორიაში მე-7 ჩემპიონობის მოპოვებას შეეცდებიან.

      ცხელი ამბები