მიქაუტაძის საოცარი სერია გრძელდება -  14 გოლი 7 შეხვედრაში
Aa
Aa

მიქაუტაძის საოცარი სერია გრძელდება - 14 გოლი 7 შეხვედრაში

ბელგიის რანგით მეორე ლიგაში წარმოშობით ქართველმა გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა. მე-7 ტურში ''მოლენბეკი'' შინ ''სერენთან'' 3:4 დამარცხდა. სტუმართა სასტარტოში მოთამაშე გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა. მან თავი 23-ე და 38-ე წუთებზე გამოიჩინა.

მიქაუტაძის დუბლი

მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში დუბლი პირველად შეასრულა და გასული 7 მატჩიდან მხოლოდ ერთ შეხვედრაში ვერ შეძლო გოლის გატანა.

7 ტურის შემდეგ მის ანგარიშზე ერთი პოკერი, ორი ჰეთ-თრიკი და ერთი დუბლია. გარდა ამისა, ორ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი შეაგდო.

19 წლის ტალანტი ფრანგული ''მეცის'' საკუთრებაა და ბელგიურ კლუბში იჯარით ასპარეზობს.

მიქაუტაძე საფრანგეთის მოქალაქეა, თუმცა შესაძლოა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვიხილოთ. ამ თემაზე სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' ისაუბრა.

''ალექსანდრე იაშვილს მიქაუტაძესთან კომუნიკაცია აქვს, თუმცა ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა. სურვილი ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს, ეს თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ვიხილოთ, მაგრამ ეს არ არის მარტივი საკითხი.

ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, თუმცა ასევე გეტყვით, რომ იაშვილი ანალოგიურ ვითარებაში მყოფ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს ესაუბრება''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები