ვაისი: ''კანკავასა და კაშიას გარეშე სრულფასოვანი გუნდი არ ვართ''
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' საინტერესო თემებზე ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა გურამ კაშიას უთამაშებლობას ეხებოდა, თუმცა სლოვაკის თქმით კაშიასა და კანკავას გარეშე საქართველოს ნაკრები სრულფასოვანი გუნდი არაა.
ვლადიმირ ვაისი: ''ბოლო პერიოდში გურამ კაშიას თამაში არ უწევდა. ბევრმა მითხრა, რომ სხვებისთვის მიმეცა ამ პოზიციაზე თამაშის შანსი.
კანკავა და კაშია ნაკრების სული და გული არიან.
კაშია ყოველთვის იდეალურადაა მომზადებული. მოკლედ, ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას გარეშე ჩვენ სრულფასოვანი გუნდი არ ვართ.
კაშია დაბრუნდა ვაკო ყაზაიშვილთან ერთად. მგონი ძალიან დიდხანს იფრინეს, რაც ძალიან რთულია. დღეს კაშიამ ინდივიდუალურად ივარჯიშა, კარგად გამოიყურება''.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო ''დინამო არენაზე'' ბელარუსს 8 ოქტომბერს დაუპირისპირდება.