ფეხბურთის ისტორიაში ბევრი ლეგენდარული ფრაზა არსებობს, რომლებსაც ქომაგები სიამოვნებით იხსენებენ და იშველიებენ ხოლმე, როცა კონკრეტულ თემაზე მსჯელობენ, თუ კამათობენ.
ასევე, არსებობს ბევრი ღიმილისმომგვრელი, გამაღიზიანებელი, გაუგებარი და სულელური გმონათქვამი, რომელიც ფეხბურთელის, თუ მწვრთნელის მიერ მოგვისმენია.
გთავაზობთ 10 ცნობილ (შესაძლოა უცნობ) ფრაზას, რომელიც თქვენში სხვადასხვა რეაქციას გამოიწვევს:
“იოზილი ჭკვიანია, კარგ პასებს აკეთებს და ხანდახან გოლებიც გააქვს.
ჩემი აზრით იგი დენის ბერგკამპს ჰგავს. ის ჯადოქარია! ნამდვილი მაესტრო“. - რობერ პირესი.
„მინდა ევროპაში საუკეთესო ვიყო და მე ამას დავამტკიცებ. ჩემ მაღლა მხოლოდ ლეო მესი და კრიშტიანო რონალდუ არიან, მაგრამ ეს მალე შეიცვლება“, - მარიო ბალოტელი.
„ისინი ძალიან ძლიერები იყვნენ. სეზონი გრძელია. ეს ფეხბურთია. ყველაფერი შენ საწინააღმდეგოდ ხდება. ამას არ ველოდით. სამწუხაროა რაც მოხდა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე“, - ვალვერდე „რომასთან“ მარცხის შემდეგ.
"ენფილდზე" მომენტები გვქონდა და ვფიქრობ უნდა გაგვეტანა. მეტოქის პირველმა ორმა გოლმა ძირს დაგვცა. ეს არის, რაც არის“. - ვალვერდე „ლივერპულთან“ მარცხის შემდეგ.
"კრიშტიანუს და მესის შედარება არ შეიძლება. მესი უფრო სახიფათოა, ვიდრე - რონალდუ, ბეილი და ბენზემა ერთად". - დიეგო სიმეონე.
"მე მინდა, რომ პრემიერ ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდე. მსურს ისიც, რომ დაახლოებით 5 წელიწადში მსოფლიოს საუკეთესო 5 თავდამხმელს შორის ვიყო. გჯეროდეთ ჩემი, ეს მოხდება". - ნიკლას ბენდტნერი.
"მახოვს, სკოლის მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ ფეხბურთი ვერ გამომკვებავდა და ვერ მაცხოვრებდა". - კრიშტიანუ რონალდუ.
“ინგლისის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსი არ აქვს“, - სვენ-გორან ერიქსონი.
„რელიგიური არ ვარ. ესპანეთში მოედანზე შესვლამდე პირჯვარს 22-ვე ფეხბურთელი იწერს. ეს რომ მართლა მუშაობდეს, ყველა მატჩი ფრედ დასრულდებოდა“. - იოჰან კრუიფი.
„იოზილი წლების განმავლობაში ნეხვივით თამაშობდა. მან თავისი ბოლო მატჩი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე მოიგო“. - ული ჰიონესი.
„ვან გაალთან მუშაობის ორ წელიწადში ვისწავლე უფრო მეტი ვიდრე ნებისმიერ სხვა მწვრთნელთან ყოფნისას“, - უეინ რუნი.