მე-18 ტიტული - სელბიმ ევროპული მასტერსი პირველად მოიგო
სნუკერის მსოფლიოს რეიტინგის მე-4 ნომერმა, მარკ სელბიმ ინგლისში გამართული „ევროპული მასტერსი“ ტრიუმფით დაასრულა.
სელბიმ ფინალურ შეხვედრაში ინგლისელ მარტინ გულდს 17-ფრეიმიან დაძაბულ ბრძოლაში 9:8 აჯობა და „ევროპული მასტერსი“ კარიერაში პირველად მოიგო.
37 წლის ინგლისელი ფრეიმებში თავიდან 4:0 დაწინაუდა და თითქოს გამარჯვება ვადაზე ადრე უნდა გაეფორმებინა, მაგრამ გულდმა ვითარება გამოასწორა და ყველაფერი ბოლო ფრეიმამდე მივიდა.
მარკ სელბიმ, რომელიც აგვისტოში მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში რონი ო’სალივანთან დამარცხდა, პროფესიონალურ კარიერაში მე-18 ტიტული მოიპოვა.